Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 11 აპრილის N 8767/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. განისაზღვროს 6 ვაკანტური ადგილი რიგგარეშე შიდა მობილობისათვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზოგადოებრივი გეოგრაფია“.

2. რიგგარეშე შიდა მობილობის განხორციელების მიზნებისათვის დადგინდეს შემდეგი ვადები:

ა) მობილობის წესით გადასვლის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება - 14 აპრილი;

ბ) კრედიტების აღიარება - 15 აპრილი;

გ) ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 16 აპრილი;

დ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის რიგგარეშე მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 17 აპრილი;

3. რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესი განხორციელდეს მატერიალურად;

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

ჯაბა სამუშია რექტორი